ჩხაიძე: ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს

„ე.წ. ინდური შტამი გამოირჩევა ორი ძირითადი თვისებით – არის უფრო იოლად გადამდები და დამახასიათებელია აგრესიული მიმდინარეობა, ვინაიდან განაპირობებს უფრო მეტ ლეტალურ შემთხვევას, ასევე დამახასიათებელია, ასაკობრივი განაწილების შეცვლა. ახალგაზრდებიც და ბავშვებიც ინფიცირდებიან. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ დელტა ვარიანტი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მათ რიცხვში არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ასევე, იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც საავადმყოფოში მოთავსდნენ, მკურნალობას ითხოვენ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. ანუ ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში მიმდინარეობა არის შედარებით მძიმე. უფრო ხშირად სჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება და საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში, უფრო ხშირად სჭირდებათ მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში.

დღეისათვის რაიმე შესაძლებლობა, რომ ბავშვები დავიცვათ კორონავირუსისგან, არ არსებობს. ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მიმდინარეობს. ასე რომ, მხოლოდ მშობლების და ოჯახის უფროსი წევრების პასუხისმგებლობა, მათი ვაქცინაცია დაიცავს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს კორონავირუსისგან. თუ ოჯახში იზრდება ბავშვი, ოჯახის ყველა უფროსი წევრის პასუხისმგებლობაა, ჩაიტაროს ვაქცინაცია. სხვანაირად ბავშვებს ვერ დავიცავთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაში“აგვისტოში “დელტა ვარიანტის” დომინანტობა გვექნება”
შემდეგი სტატიათემურ ჭყონია ფიქრობს, რომ რადიკალიზმი უწესობაა: როგორ უნდა გადამედოს ვიღაცის ორიენტაცია?!