ჩხაიძე “დელტა შტამზე”: ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია.

“დღეს ისევ 2000-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე წინა კვირების განმავლობაში, პრაქტიკულად გაორმაგებულია ივნისის ბოლო პერიოდთან შედარებით. დელტა ვარიანტი უფრო საშიშია ბავშვებისთვის, ამიტომ მათი დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია.

მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები შეიძლება იყვნენ წყნარად. მათ ოჯახში, მათ შვილსა და შვილიშვილს ნამდვილად არ შეხვდება კორონავირუსის ინფექციის მაჩვენებელი”,- თქვა ივანე ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯარიმა-საურავების ჩამოწერის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 2 190 განაცხადია დარეგისტრირებული
შემდეგი სტატია“ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა მცირე პასუხისმგებლობის აღება, მზად არ არის, დიდი პასუხისმგებლობა ჩაიბაროს”