ჩხაიძე – დეკემბერი-იანვარი პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს

დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ერთად, ამავე პერიოდშია მოსალოდნელი სეზონური გრიპის ვირუსის პიკიც.

ამ ყველაფრის ფონზე კი ქვეყანაში ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდნილია. ბოლო მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33,2%, ბოლო 24 საათში კი მხოლოდ 4063 ადამიანი აიცრა.

banner
წინა სტატიაშიშსს – ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე პირები გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას