სინდისის პატიმრებზე გადაღებულმა ვიდეომ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე გაიმარჯვა. “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომლის შექმნის იდეა სინდისის პატიმარს, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილს ციხეში გაუჩნდა.
ვიდეო მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ ციხიდან ტელეფონით გაახმოვანა. სიუჟეტი მოგვითხრობს გოგოზე, რომელიც ყოველდღიურად ბაზარში ფრინველებს ყიდულობს, ტყეში უშვებს და თავისუფლებას სჩუქნის.
ფესტივალის ჟიურიმ საქართველოდან წარდგენილ ნამუშევარს არა მხოლოდ მთავარი პრიზი გადასცა, არამედ სპეციალური ჯილდოც – „ევროპული ღირებულებების დაცვისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის“.
















