ჩიტაიას N14ა-ში უფასო სასადილო გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა.

სასადილო 500-მდე სოციალურად დაუცველ და უმწეო ოჯახს მოემსახურება.

ახლადგახსნილი სასადილო ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს ცხელი სადილის გარეშე. თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის თანახმად, ჩიტაიას ქუჩაზე რიგით მე-6 უფასო სასადილო გაიხსნა. ჯამში, ჩუღურეთის რაიონში არსებული უფასო სასადილოებით 4 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: თითო-ოროლა ოპოზიციონერს შევიყვან პარლამენტში და ამით პრობლემას მოვიხსნი, ეს სირაქლემას პოზაში ყოფნაა