ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა

ტილო, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჩუქრად გადასცა, ქუთაისში მცხოვრები კერძო პირის მფლობელობაში იყო.

ნამუშევარი წარმოადგენს პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერას სახელად „ნატურმორტი კურდღლით“ და შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ტილო საქართველოს ხელისუფლებას კერძო კოლექციონერმა უსასყიდლოდ გადასცა.

მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეის ექსპონანტად ირიცხება და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა კრემლში ანატოლი ბიბილოვი მიიღო
შემდეგი სტატია,,არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან მიმართებაში”