“ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი!” – სანდრო ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის.

როგორც ის Facebook-ზე წერს, არ ელოდა, რომ პატრიოტთა ალიანსი კონკურენტს დაუეყენებდა. მისივე თქმით, არ უნდა, “ლიბერასტების” წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს.

“მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი!

ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი”, – წერს ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა