ჩიქოვანი: ვიქნებით პრინციპულები და დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს – ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეების კეთილდღეობას

რუსეთის პრეზიდენტის მორიგ მუქარას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. განცხადება, საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გააკეთა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი აზიანებს ორივე ქვეყნის ინტერესს.

ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ გახდება მძევალი ამ დღის წესრიგის და დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეების კეთილდღეობას.

„პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს. მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი და ვიქნებით პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანი.

ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს.

ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯით, რომელსაც კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის, საქართველო წლიურად მილიონ ნახევარ ტურისტს კარგავს, საერთო ტურისტების რაოდენობის 20%-ს.

banner
წინა სტატიაშინაძირალა გავრილოვის გულისთვის ჩვენს შვილებს ტყვიები უნდა ესროლონ?
შემდეგი სტატია,,არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები!”-მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში იწვევს