ჩიქოვანი: მოსახლეობა სწორად აფასებს იმ სამუშაოებს, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭაქვინჯში იმყოფებოდა, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო:

,,დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ დიდ და ისტორიულ სოფელ ჭაქვინჯში ვიმყოფებოდით. ძალიან პოზიტიური შეხვედრა გამოვიდა“

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჭაქვინჯელებს უმთავრესი პრობლემა უგზოობა იყო რაც მოგვარდა.

,,მოსახლეობა სწორად აფასებს იმ სამუშაოებს, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქ განახორციელა. უმთავრესი პრობლემა, რაც ჭაქვინჯელებს აწუხებდათ, ცენტრალური საავტომობილო გზაა, რომელიც წლების განმავლობაში ავარიული იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. დღეს ჭაქვინჯში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლებულია.

წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვუგვარეთ ბაღმარანის უბნის მოსახლეობას, სადაც 5 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა და სანიაღვრე არხები მოეწყო. აქ მანამდე ასფალტირებული გზა არ გვქონდა. სოფელში დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოებიც“ – აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ფონდ ,,ქართუს“ ბაღმარანში განხორციელებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

ფონდმა „ქართუმ” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დაახლოებით მეათე საუკუნის ბაღმარანის კარის ეკლესიის აღდგენა მოახდინა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჭაქვინჯში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 3 ოჯახს საცხოვრებელი სახლები აუშენა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან. გამართულ შეხვედრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია დაესწრნენ.

დღესვე კანდიდატმა შეხვედრები ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კარდაკარის პრინციპით გამართა

banner
წინა სტატიაშიზღვისუბნის XI მიკრორაიონში 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ენდიაი“ (NDI) საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს