ჩიქოვანი – მე ხმა მივეცი მამუკა წოწერიას, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

მე ხმა მივეცი მამუკა წოწერიას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

„ყველას, ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი, კიდევ უფრო გალამაზდეს, ხმა უნდა მისცეს მამუკა წოწერიას. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. საზოგადოების ჩართულობა გაცილებით მეტია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც იყო პირველ ტურში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მამუკა წოწერიას გამარჯვებით,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს” – კახა კუჭავა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე
შემდეგი სტატიაწულუკიანი – დღეს არ არის სახლში დარჩენის დრო, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა