ჩიქოვანი: კალაძის მერობის საკითხი დამოკიდებულია თავად კახა კალაძეზე

კახა კალაძის მერობის საკითხი დამოკიდებულია თავად კახა კალაძეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ კახა კალაძე შედეგიანი მერია.

„თვითმმართველობის არჩევნებთან და კონკრეტულად, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, როგორც თავად კახა კალაძეს, ასევე ჩვენი გუნდის სხვა წევრებს. ამასთან დაკავშირებით, მივიღებთ ერთობლივად გადაწყვეტილებას არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

კახა კალაძის მერობის საკითხი დამოკიდებულია თავად კახა კალაძეზე. თქვენ ხედავთ, რომ მან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ანგარიშის ჩაბარებას თბილისის მოსახლეობისთვის, იმ კონკრეტული პროექტების და დანაპირების მიმართულებით, რომელიც ჰქონდა არჩევნებამდე და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს არის წარმატებული, შედეგიანი მერობა“, – აცხადებს ჩიქოვანი.

​ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში არ არის კანდიდატების ნაკლებობა.

„პარტიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზე, პარტიულ დონეზე მუშაობის. არ არის ნაკლებობა კანდიდატებისა. დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეტყვით, ნუ ვეძებთ დაპირისპირების საფუძველს, ნამდვილად არ არის, საარჩევნო თვალსაზრისით მიმდინარეობს მუშა პროცესი. ეს განსხვავებული პროცესი იქნება და განსხვავებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, განსხვავებული მოწყობის პირობებში მოგვიწევს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. ასე რომ, ეს არის ძალიან თანმიმდევრული და მშვიდი პროცესი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიჰუბერტ ქნირში: გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ქართველების ერთი ჯგუფის პრობლემები უკვე აღმოფხვრილია
შემდეგი სტატია“ოცნების” წევრები TV პირველისა და მთავარის ეთერებში მონაწილეობაზე უარს აღარ ამბობენ