ჩიქოვანი: ჩემი ოპონენტები დაკავებული არიან შიდა ტურიზმით მათ სხვა საერთო ზუგდიდთან არ აქვთ

,,ადამიანები ვინც აქ ჩამოდიან, პოლიტიკურ ოპონენტებს ვგულისხმობ, თუნდაც მიშას დედა და თუნდაც ბატონი უგულავა, ისინი დაკავებული არიან შიდა ტურიზმით, მათ ზუგდიდთან არანაირი საერთო არ აქვთ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ თუ რითი სუნთქავს ზუგდიდი, რითი ცხოვრობენ ზუგდიდელები და რა ინტერესები აქვთ ზუგდიდელებს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ, სამწუხაროდ გამოიყენონ ზუგდიდი და ზუგდიდი თავის თავს არავის გამოაყენებინებს!“ ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში ,,კვირის პოსტი“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დღეს ვიბრძვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა