ჩიქოვანი: 2012 წლიდან მოყოლებული, აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, რამაც მოგვცა საშუალება, ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოგესალმებით, ყველას, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ამაღელვებელია ამხელა მხარდაჭერა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა. პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ აქ ხართ, დიდი მადლობა იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. გამარჯვება, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს თავისუფალი, მშვიდობიანი განვითარება, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ევროპულ ოჯახში ცხოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, არ იქნებოდა არც 2012 და არც ერთი სხვა გამარჯვება, რომ არა თქვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ
შემდეგი სტატიაწულუკიანი: მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, მასავით პატარა გოგო-ბიჭები საუბედუროდ ასეულობით ათასი არიან ქვეყანაში