ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის დაკითხვა სუს-ში 5 საათი გაგარძელდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ენმ-ს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 5 საათი იკითხებოდა.
ნიკოლაიშვილთან შეკითხვები მის ფეისბუქ გვერდზე საქართველოს ერთგულების სახელით გამოქვეყნებულ სტატუსებთან დაკავშირებით ჰქონდათ. როგორც ილია ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს სუს-ში.

„ოფიცრები და გამომძიებლები მოაცდინეს ერთი კონკრეტული პირის, ბესო კალაძის ბოდვის, სრულიად უაზრო და შეთითხნილ განცხადებაზე“- განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემთხვევით შეხვდა, თუმცა არჩევნებზე საუბარი არ ქონიათ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და ხმის „საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“ მიცემისკენ მოუწოდებს