“ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე პირადად მიხეილ სააკაშვილისგან იღებს დავალებებს”

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრი ირაკლი ქომეთიანი „ქრონიკის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ კიევში, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს.

მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, რომ „თავისუფალი ზონა“ არჩევნების შემდეგ დაგეგმილ დესტაბილიზაციის დროს დასჭირდებოდათ.

„დესტაბილიზაცია ორი რესურსით უნდა მომხდარიყო, ესენია-‘თავისუფალი ზონა’ და „საქართველოს ერთგულების სახელით“.

„სააკაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო ძალოვანი სტრუქტურის ბლოკირება. შსს-ს შენობის, კანცელარიის და კიდევ რამდენიმე შენობის ბლოკირება იყო დაგეგმილი. „საქართველოს ერთგულების სახელით“ ხელმძღვანელი, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი არის ინიციატორი ამ ყველაფრის, ის თავად იღებს დავალებებს მიხეილ სააკაშვილის გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგანაც“,- განაცხადა ირაკლი ქომეთიანმა.

ე.წ. მოდულის შენობაში “თავისუფალი ზონის” ყოფილი აქტივისტები ბესო კალაძე, გიორგი ჭინჭარაული, ირაკლი ქომეთიანი გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ბესო კალაძის განცხადებით, მათ მიერ დილით გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შესაძლო დესტაბულიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საქართველოში რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ გაბედავს
შემდეგი სტატიათსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია 3 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა