ჩიორა თაქთაქიშვილი: მნიშვნელოვანია რა დოზით ისაუბრებს პრემიერი რუსულ ოკუპაციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარების წინაშე, თბილისის დროით 14:00 საათზე წარსდგება და მისი გამოსვლა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

აღნიშნულის შესახებ კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი აკეთებეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიაზე ისაუბროს:

„საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მწვავე ზეწოლის შედეგად შეჩერდა გარკვეულწილად „რუსთავი 2“-ზე შეტევა, მაგრამ გარანტირებული არაფერი არ არის. ჩვენ ველოდებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება გამწვავდეს მდგომარეობა, სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება პრემიერის მხრიდან დარბაზში გაკეთებული დადებული პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა დოზით ილაპარაკებს ის რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციაზე, მცოცავ ანექსიაზე რომელიც საქართველოსში მიმდინარეობს, გატაცებულ ადამიანებზე, რეფერენდუმის ჩატარების მცდელობაზე“, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე: “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი ჯერ არ დაწყებულა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი