ჩინურმა მარსმვლელმა წითელ პლანეტაზე საკუთარ თავს ფოტო გადაუღო

ჩინურმა მარსმვლელმა “ჩჟუჟუნი” დედამიწაზე წითელი პლანეტის ფოტოები გამოაგზავნა, მათ შორის საკუთარი თავის.
ექვსბორბლიანი რობოტი, რომელსაც ცეცხლის მორფოლოგიური ღმერთის სახელი ქვია, უტოპიის დაბლობზე 14 მაისს დაეშვა. მან გრუნტზე კამერა განათავსა, 10 მეტრით დაშორდა მას და ფოტო გადაიღო – “ბიბისი” წერს.

“ჩჟუჟუნის” მარჯვნივ სამუხრუჭე რაკეტების პლატფორმაა, რომლითაც მან მსუბუქი დაშვება განახორციელა. პლატფორმასა და “ჩჟუჟუნზე” ჩინეთის დროშები ჩანს.

მეცნიერები თვლიან, რომ დაბლობი უტოპია მარსზე დიდი მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად ჩამოყალიბდა.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან საქართველოშიც – მაკფოლი
შემდეგი სტატიავეტმფრენი, სროლა – “ფრონტექსმა” კონტრაბანდისტების დაკავების ვიდეო გამოაქვეყნა (video)