ჩინური რეკლამა იმაზე, თუ როგორ უნდა გაირეცხოს შავკანიანი

23 24 25 26

სარეცხი ფხვნილის რეკლამამ, რომელიც ჩინეთში გადაიღეს, ინტერნეტში დიდი ხმაური გამოიწვია – ვიდეო-რგოლს “ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე რასისტულს” უწოდებენ.
რეკლამაში ახალგაზრდა ჩინელი გოგონა თეთრეულის რეცხვას იწყებს, ამ დროს მასთან შავკანიანი მამაკაცი შემოდის, სახეზე საღებავის კვალით. ისინი ერთმანეთს უყურებენ, შემდეგ გოგონა მამაკაცს პირში სარეცხ ფხვნილს უდებს, რომელსაც აბის ფორმა აქვს და სარეცხ მანქანაში სვამს. რამდენიმე ხნის შემდეგ მანქანიდან ნათელი სახის ჩინელი ამოდის. გოგონა, კმაყოფილია თავისი შესრულებული სამუშაოთი.

რეკლამა ტელევიზიაში ერთ თვეზე მეტ ხანს ტრიალებდა. მისთვის ყურადღება იქამდე არავის მიუქცევია, სანამ ინტერნეტში არ განთავსდა.
ინტერნეტ-მომხმარებლებმა რეკლამა ცალსახად რასისტულად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ რეკლამაზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე პრესაც წერდა, თუმცა მათ მისი რასისტული ხასიათი არც შეუმჩნევიათ.
ჩინური რეკლამა არანაკლებ რასისტული იტალიური რეკლამის კოპირებაა, სადაც მოვლენები პირიქით ხდება – ფერადი ქსოვილების რეკლამაში, თეთრკანიანი მამაკაცი გარეცხვის შემდეგ შავკანიანი ხდება.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაერივნენ