ჩინური მედია: ტრამპი ცეცხლს ეთამაშება

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ ის “ცეცხლს ეთამაშება” როცა “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს.
ადრე ტრამპმა Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკა ქვეყნებს შორის, შესაძლებელია, მოლაპარაკების საგანი გახდეს.
დეკემბერში ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტთან ცაი ინვენთან სატელეფონო დიალოგი გამართა.
“თუკი ტრამპი ამ გამბიტის გამოყენებას აპირებს თანამდებობაზე ასვლისას, აუცილებლად დადგება დამანგრეველი წინააღმდეგობის პერიოდი და პეკინს არაფერი დარჩება იმის გარდა, რომ ხელთათმანები გაიხადოს” – China Daily-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია.

აშშ-ში 1979 წლიდან ტაივანთან ურთიერთობის კანონი მოქმედებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბევრ სფეროში თანამშრომლობას ეხება, მაგრამ ის დიპლომატიურ ურთიერთიბებს არ გულისხმობს. ჩინეთი ტაივანს განიხილავს, როგორც საკუთარ ნაწილს და არა როგორც ცალკე ქვეყანას და ტაივანსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ოფიციალური კონტაქტის დამყარების წინააღმდეგია – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიინტერვიუ სააკაშვილთან
შემდეგი სტატიაბაიდენმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მსოფლიოს უკანასკნელად მოუწოდა