ჩინური მედია, ტაივანის აღიარების შემთხვევაში, აშშ-ს შურისძიებით ემუქრება

ჩინური მედია ვაშინგტონს შურისძიებით ემუქრება იმ შემთხევვაში, თუკი დონალდ ტრამპი “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკაზე უარს იტყვის – შესაბამისი განცხადება ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა The Global Times-ის სარედაქციო წერილში გამოქვეყნდა.

“მოთხოვნა, მხარი დაუჭირო “ერთიანი ჩინეთის” პრინციპს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახირება არ არის. აშშ-ს ყველა პრეზიდენტმა უნდა სცეს პატივი ამ პრინციპს, თუკი მას ჩინურ-ამერიკული ურთიერთობის მხარდაჭერა სურს შესაბამის დონეზე. თუკი ტრამპი, თანამდებობაზე ასვლის შემდეგ “ერთიან ჩინეთზე” უარს იტყვის, ჩვენი ხალხი მთავრობისგან შურისძიებას მოითხოვს. ეს მოლაპარაკებების თემა არ არის” – ნათქვამია სარედაქციო განცხადებაში.

ჩინური მედიის უკმაყოფილება ტაივანელი ლიდერის ცან ინვენისა ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრამ გამოიწვია, რომელიც გუშინ, 8 იანვარს გაიმართა.
ადრე, დონალდ ტრამპის და ტაივანის ლიდერის სატელეფონო დიალოგმა გამოიწვია ჩინეთის გაბრაზება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის დროს დალაი-ლამამ მშვიდობიანობის ერა იწინასწარმეტყველა
შემდეგი სტატიალეხ ვალენსას შვილი მკვდარი იპოვეს