ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არანაირად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – დარჩიაშვილი

“ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს”.- თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლის დროს.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – სუს-ის ანგარიშში ჩანდა, რომ მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება და არა რომელიმე პარტიის
შემდეგი სტატიადარჩიაშვილი – ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე