ჩინეთში ჟურნალისტი ქოლგისა და მზის სათვალის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

ჩინეთში ჟურნალისტი, რომელიც მზის სათვალით და ქოლგით იღებდა ინტერვიუს, სამსახურიდან დაითხოვეს – დღეს “ბიბისი ნიუსი” წერს.
ინციდენტი ქალაქ სიამინში მოხდა. რეპორტიორი ინტერვიუს ვოლონტიორისგან იღებდა, რომელიც ტაიფუნ “მერანტის” მიერ დანგრეული ქალაქის სამაშველო სამსახურებში მონაწილეობდა.
რედაქციის გადაწყვეტილებით, განთავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ჟურნალისტი რადიკალურად განსხვავდებოდა ადამიანისგან, რომლისგანაც ინტერვიუს იღებდა, რაც “არაპროფესიონალიზმის, კარგი მანერებისა და მოსაუბრესთან ურთიერთობის ცოდნის არქონაზე მიუთითებს … ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩვენი წესები დაარღვია. მან ინტერვიუს გაკეთება ვერ შეძლო… მან ჟურნალისტის იმიჯს და პროფესიას ზიანი მიაყენა მაყურებლის ნეგატიური ემოციით” – ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.

14459883_1791993051085694_1838756964_n

banner
წინა სტატიაში“შეიძლება არ მოგწონს რომელიმე პარტია, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს შენი სამშობლო”
შემდეგი სტატიაგორში, კომბინატის დასახლებაში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა