სამი ადამიანი, რომლებიც ტერორიზმში იყვნენ ეეჭვმიტანილი, სინცზიან-უიგურის ავტონომიურ რაიონში, ჩინეთის პოლიციამ მოკლა – წერს South China Morning Post-ი.
როგორც ვრცელდება, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების დაკავება სცადეს, თუმცა, მათ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს, მათ შორის მსხვერპლი არ არის.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ რაიონში 29 დეკემბერს პოლიციამ დიდი მასშტაბის ტერაქტის აღკვეთა შეძლო.