ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ჯიანგუს პროვინციაში ფრინველის გრიპის ახალი შტამის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, დაინფიცირებული 41 წლის კაცია, რომელიც სიმპტომების განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, 28 აპრილს კლინიკაში გადაიყვანეს. ვირუსი H10N3 კი მას 28 მაისს დაუდასტურდა.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ H10N3 ფრინველის გრიპის შედარებით ნაკლებად მძიმე შტამია, რომლის ფართო გავრცელების რისკი დაბალია.

ვირუსის გავრცელების წყარო ჯერჯერობით უცნობია, ის სავარაუდოდ, შინაური ფრინველისგან გავრცელდა. ეს H10N3-ის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – კომიკურია საუბარი, რომ გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაჩვენი გზავნილი ცალსახაა – სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინას