ჩინეთში მომხდარ ტორნადოს 51 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 51 ადამიანი გახდა ჩინეთში, პროვინცია ცზიანსში მომხდარი სტიქიური უბედურების მსხვერპლი – როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “სინხუა” იტყობინება, სტიქიამ ათობით შენობა ჩამოშალა.
ერთი საათის განმავლობაში ლიანშეის მხარეში 102 მილიმეტრი ნალექი ჩამოასხა. ყველაზე მეტად ქალაქი იანჩენიუ დაზარალდა, სადაც ქარის სიჩქარე 34,6 მეტრი იყო წამში.
ადგილობრივი საავადმყოფოები დაშავებულების მისაღებად მზად არიან.
ცზიანსი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაიდენობა გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანელ მასონებს ნაცისტების მიერ მოპარულ წიგნებს უბრუნებენ
შემდეგი სტატიააშშ-ში ჰეროინის მომხმარებელთა უპრეცენდენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა