ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა 7711-ს შეადგენს, მათგან 1400-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყება ავრცელებს.

მსხვერპლთა შორის, 162 ადამიანი ხუბეის პროვინციაში გარდაიცვალა, რომლის ქალაქი უხანი დაავადების გავრცელების ეპიცენტრია.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად საერო ჯამში უკვე ოთხ მილიარდ დოლარამდე გამოყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან მიმართებაში