ჩინეთში ახალი სახიფათო ვირუსის ,,შტამი” აღმოაჩინეს
სხვა სტატიები
მეცნიერებმა ჩინეთში ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც გააჩნია პოტენციალი, რომ გარდაიქმნას პანდემიად. მისი გადამტანები ღორები არიან, რომელთაც აგრეთვე შეუძლიათ ადამიანების დაინიფიცირებაც.
მკვლევარები შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტის გამო, რომ ვირუსმა მომავალში შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და მარტივად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე, რაც კიდევ ერთი გლობალური საშიში დაავადების მიზეზი შესაძლოა, გახდეს.
მეცნიერების თქმით, მანამ სანამ უშუალო პრობლემა არაა დამდგარი დღის წესრიგში, არსებობს ყველა ნიშანი, რომელიც ძალზე ადაპტირებულია ადამიანების ინფიცირებისთვის და საჭიროებს მჭიდრო დაკვირვებებს.
ახალი სახეობის ვირუსული შტამი, რომელიც ჩინეთში ჯერ კიდევ 2009 წელს გამოავლინეს , ღორის გრიპის მსგავსია, თუმცა გარკვეული ცვლილებები ახასიათებს. მეცნიერები აცხადებენ, რომ მის მიმართ უყურადღებობის გამოჩენამ შესაძლოა შეუქცევად პროცესებამდე მიგვიყვანოს.