საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
„მინდა შეგახსენოთ, რომ 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, ავიარეისების რაოდენობა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმა.