ჩინეთს საიდუმლო “იდეოლოგიური აღზრდის” ბანაკებში მილიონობით უიგური ჰყავს

ჩინეთში დაახლოებით ერთი მილიონი უიგურია საიდუმლო ადგილებში, რომელსაც “იდეოლოგიური აღზრდის” ბანაკებს უწოდებენ – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს უფლებადამცველი ჯგუფი ავრცელებს

“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ მრავალი სანდო შეტყობინებების გამო, რომელსაც რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლისა და სოციალური სტაბილურობის მხარდაჭერის ორგანიზაციიდან ვიღებთ, რომ ხელისუფლებამ უიგურის ავტონომიური რაიონი მასობრივი ბანაკის მსგავი ინტერნირებით შეცვალა, რომელიც საიდუმლოდ, თავისებურ “უფლებების არ არსებულ ზონად” გადაიქცა” – ამის შესახებ გაეროს რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის კომიტეტის წევრმა გეი მაკდუგალმა განაცხადა.
ამასთან ერთად, მაკდუგალის თქმით, შესაძლებელია, სულ ჩინეთის მსგავს ბანაკებში 2 მილიონამდე უიგური ან სხვა მუსლიმური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. კომიტეტის წევრის თქმით, უიგურები და სხვა მუსლიმები ჩინეთში “სახელმწიფოს მტრებად” ითვლებიან მხოლოდ ეთნორელიგიური იდენტობის გამო. უიგურები თურქული წარმოშობის ხალხია, ისინი ჩინეთში სინცზიან-უიგურის ავტონომიურ რაიონში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონია.

banner
წინა სტატიაშიმანჩესტერში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიჭრა
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია სოფელ წინანდალში