ჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ჩინეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში იმყოფება ცხინვალში და თბილისს ამაზე პოზიცია არ გააჩნია. ეს არის ივანიშვილის მოღალატეობრივი პოზიცია, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ
ლაშა ფარულავას განცხადებით – „ჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ჩინური კომპანიები, ჩინეთის დელეგაცია იმყოფება საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში ცხინვალში და ამავდროულად თბილისს არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ივანიშვილის მტრული, მოღალატეობრივი პოზიცია და მთლიანად „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ინტერესებს ძირს უთხრის, ძირს უთხრის დემოკრატიას და ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ.“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.