ჩინეთმა უარი თქვა ჯანმოს მიერ კოვიდ-19-ის წარმოშობის თაობაზე გამოძიებაში მონაწილეობაზე

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი შემოწმებების გამო, რომლის მიზანია კორონავირუს კოვიდ-19-ის წამოშობის დადგენა, ორგანიზაცია გააკრიტიკა. ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ცზენ ისინმა პეკინში 22 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით “უკიდურესად გაოცებულია” და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას “მეცნიერებისადმი ქედმაღლურ დამოკიდებულებაში” დასდო ბრალი.

16 ივლისს ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მოწოდება გააკეთა შემოწმდეს ჩინეთში მდებარე ლაბორატორიები კოვიდ-19-ის წარმოშობის დადგენის ფარგლებში მიმინარე გამოძიების მსვლელობისას. “დამოუკიდებელ ექსპერტთა შესაბამისი ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების შემოწმება” გამოძიების პრიორიტეტი უნდა იყოს – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან მალევე გავრცელდა აზრის იმის შესახებ, რომ ვირუსი, შესაძლებელია, ხელოვნური იყოს და ის შემთხვევით მოხვედრილიყო ლაბორატორიის გარეთ.
2021 წლის იანვარში ექსპერტთა ჯგუფმა უჰანის ლაბორატორია შეამოწმეს, თუმცა, მათი მოხსენება მკაფიო დასკვნებს არ შეიცავდა.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი – პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ განაცხადი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს