ჩინეთმა ტრამპის განცხადების გამო შეშფოთება გამოხატა

სკანდალური დონალდ ტრამპის გამონათქვამები

ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით იმის შესახებ, რომ აშშ ვალდებული არ არის “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკას დაუჭიროს მხარი, რომლის ფარგლებშიც ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილად ითვლება – Reuters-ი წერს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკა პეკინ-ვაშინგტონის ორმხრივი ურთიერთობის საფუძველია. მან ამერიკის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდა გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანი და დელიკატურია ტაივანის პრობლემა ჩინეთისათვის.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვალდებული არ არის “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკას დაუჭიროს მხარი, რომლის თანახმადაც ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილია. “კარგად მესმის “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკა, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა დავუჭიროთ მას მხარი, თუკი ჩინეთთან სხვა საკითხებზე, მათ შორის, ვაჭრობაზე შეთანხმებას არ მივაღწევთ” – თქვა ტრამპმა, რომელმაც ჩინეთი გააკრიტიკა მისი სავალურო პოლიტიკის, სამხრეთ-ჩინეთის ზღვის და ჩრდილოეთ კორეის მიმართ პოზიციის გამო.

ტაივანელ ლიდერ ცაი ინვერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინის გადასაწყვეტი არ არის ის ვის დაელაპარაკება. “არ მინდა ჩინეთი მკარნახობდეს რამეს. ეს შემოსული ზარი იყო. ეს ძალიან კარგი ზარი იყო. მოკლე. და რატომ თვლის სხვა ერი, რომ მე ზარის მიღების უფლება არ მქონდა?” – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ზარზე უარის თქმა, მისი მხრიდან უტაქტობა იქნებოდა.

4 დეკემბერს დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა პალმირას დასავლეთით წინ წაიწიეს
შემდეგი სტატიასირიის მთავრობამ ალეპოს 95 პროცენტი დაიბრუნა