ჩინეთმა ობამას და დალაი-ლამას შეხვედრის გამო პროტესტი გამოთქვა

ჩინეთმა ობამას და დალაი-ლამას შეხვედრის გამო პროტესტი გამოთქვა

10ჩინეთმა აშშ-ს ოფიციალური საჩივარი გაუგზავნა დღეს აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დალაი-ლამას შეხვედრასთან დაკავშირებით.
ტიბეტის სულიერი ლიდერი პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლუ კანმა განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლებელია არასწორად იქნეს აღქმული – როგორს სეპარატიზმის ნიშანი, რომელიც ტიბეტის ჩინეთისაგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.
თავის მხრივ, ვაშინგტონმა პეკინთან დიპლომატიური ურთიერთობის შესანარჩუნებლად, შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვა, ამიტომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დალაი-ლამა ტიბეტიდან 1959 წელს ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან.

banner
წინა სტატიაშიორლანდოს კლუბის წევრმა მკვლელის მოტივებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაკრემლმა ერდორანის წერილს უშინაარსო უწოდა