ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი ჩაუშვა

5ჩინეთმა მსოფლიოში უმსხვილესი რადიოტელესკოპი ჩაუშვა. გახსნის ცერემონიაში, რომელიც პროვინცია გაუჩჟოუს სამხრეთით ჩატარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ასობით მეცნიერი მონაწილეობდა.
ტელესკოპი FAST-ის დიამეტრი 500 მეტრია, რაც პუერტო-რიკოს არესიბოს ლაბორატორიაზე ოდნავ დიდია.
რადიოტელესკოპს 5 წელი ამონტაჟებდნენ. ის 180 მილიონი დოლარი დაჯდა და მსხვილმასშტაბიანი პრესტიჟული პროექტების სიაში შედის ფუნდამენტური მეცნიერებების დარგში.
ობსერვატორია სამხრეთ ჩინეთის ულამაზეს ადგილზე მდებარეობს. ჩინეთის მთავრობამ პროექტისათვის თითქმის 8 ათასი ადამიანი გადაასახლა.
ჩინური სააგენტო “სინხუა” ავრცელებს, რომ ჩინელმა ასტრონომებმა შორი გალაქტიკების დასაკვირებლად და არამიწიერ გონებაზე სამუშაოდ უძლიერესი ინსტრუმენტი მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ბილ კლინტონის ექს-საყვარლის დებატებში მოსაწვევით დაიმუქრა
შემდეგი სტატია(video) გინება და ჩხუბი “ქართული ოცნების” ოფისში – რა კავშირი აქვს ლევან იზორიას სკანდალურ კადრებთან