ჩინეთმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს

ჩინეთის ეროვნულმა ზედამხედველობის კომისიამ კვირას, 7 ოქტომბერს დაადასტურა, ინტერპოლის პრეზიდენტთან დაკავშირებით გამოძიების წარმოების შესახებ. 64 წლის ინტერპოლის ხელმძღვანელი, რომელიც ჩინეთში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტზეა “კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი” – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ხუნვემ ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ინტერპოლმა მიიღო განცხადება, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე მის მოვალეობას ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კიმ ჩენ იანი შეასრულებს – “დოიჩე ველე” წერს.
ხუნვეის მეუღლემ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა სიტუაციაში ჩაერთონ და მას “საერთაშორისო თანამეგობრობის საქმე” უწოდა. მან განაცხადა, რომ მისი მეუღლის სიცოხლეს საფრთხე ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიშსს – ბათუმში მძღოლის გარდაცვალების საქმეზე მოკვლევა გენინსპექციამ დაიწყო, პატრულ-ინსპექტორებს უფლებამოსილება შეუჩერდათ
შემდეგი სტატიამაიკლ პომპეო და კიმ ჩენ ინი აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტზე შეთანხმდნენ