ჩინეთმა აშშ-ს 659 დასახელების საქონელზე გადასახადი დაუწესა

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ 659 დასახელების ამერიკულ საქონელზე გადასახადი დააწესა. სულ საუბარია დაახლეობით 50 მილიარდი დოლარის მოცულობაზე.
აღსანიშნავია, რომ 545 დასახელებაზე გადასაახდები ძალაში შედის 6 ივლისიდან, დანარჩენის დრო მოგვიანებით გამოქვეყნდება. ადრე გავრცელდა, რომ ჩინეთმა ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულებები გააუქმა ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული გადასახადების გამო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, ჩინეთის გარდა, დაუწესდა ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე, კანადას, მექსიკას და სხვა.

banner
წინა სტატიაშიქაშმირში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს
შემდეგი სტატიარონალდოს ჯარიმა და ორი წლით პირობითი მიუსაჯეს