“ჩინეთის ვიცე-პრემიერთან საუბრისას, დეტალურად იყო განხილული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები”

news
ავტ.: news ივნისი 3, 2016 13:23

“ჩინეთის ვიცე-პრემიერთან საუბრისას, დეტალურად იყო განხილული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები”

ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთისა და საქართველოს მონდომება თანხვედრაშია.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან მან კონკრეტული შემოთავაზებები მიიღო.

“მათ შორის ის, რომ საქართველოს გეგმები ასევე იყოს დაახლოებული და განხილული იმ ხუთწლიან გეგმებთან მიმართებაში, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მარტივს გახდის შემდგომ, გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას. დეტალურად ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე და დღეს, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელითაც დავადასტურეთ, რომ ორივე მხარე, აქამდე მიღწეულ შეთანხმებებს ეთანხმება. გარდა ამისა, მონდომებულია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასრულება. საუბრისას დეტალურად იყო განხილული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და ის საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც აბრეშუმის გზას გააჩნია. ტურიზმზე იყო დეტალური საუბარი, ასევე ინდუსტრიის განვითარებაზე, ერთობლივი საწარმოების გაკეთებაზე, კონკრეტულად კი ჩვენ განვიხილეთ აბრეშუმის გზა, ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი, თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ასევე ერთობლივი საწარმოების, ინფრასტრუქტურული განვითარება და პოლიტიკური თანამშრომლობა”,- განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრამ ბიძგი უნდა მისცეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

მისივე განამრტებით, დღეს ხელმოწერილი შეთანხმებით იქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში.

“საქართველოში კონტრაჰენტი არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ჩინეთში – კომერციის სამინისტრო. ამ შეთანხმების მიხედვით, ჩვენ შევქმნით საბჭოს სამდივნოებს, რომელშიც არიან მოწვეულები როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები. ძირითადი ამოცანა იქნება ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და კონკრეტულ, პრაქტიკულ განზომილებაში უკვე ყველა პრობლემის მოგვარება, რომელის შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას. აქვე არის აღნიშნული, რომ უნდა შეიქმნას ინსტრუმენტები, ჩატარდეს სემინარები, რომელიც უნდა იყოს მუდმივმოქმედი, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში იმისთვის, რომ ქართულ და ჩინურ კომპანიებს გაუადვილდეთ შესვლა უკვე ერთ ან მეორე ბაზრებზე. უნდა შეიქმნას ვებგვერდი, რომელზეც ასევე როგორც ქართულ, ასევე ჩინურ და ინგლისურ ენებზე განთავსებული იქნება ყველა შესაძლებლობა და პროდუქტი, რომელის სურვილიც გვაქვს, რომ ერთ ან მეორე ქვეყნაში შევიდეს და ასევე საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით იყო აღნიშნული ღვინის მიმართულება. ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინო დაუბრკოლებლად შევიდეს ჩინურ ბაზარზე და ჩვენი ჩინელი კოლეგის მხრიდან იყო დადასტურებული, რომ ღვინის შესვლა არის მისასალმებელი, რადგან ქართულ ღვინოს აქვს მაღალი ხარისხი და დიდი ტრადიცია”,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 3, 2016 13:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics