ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-ს ვალდებულება არ არის

ტრამპს გარანტირებულად რესპუბლიკელები წარადგენენ

აშშ ვალდებული არ არის “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკას დაუჭიროს მხარი, რომლის თანახმადაც ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილია – აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox-ის ეთერში განაცხადა. “კარგად მესმის “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკა, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა დავუჭიროთ მას მხარი, თუკი ჩინეთთან სხვა საკითხებზე, მათ შორის, ვაჭრობაზე შეთანხმებას არ მივაღწევთ” – ტრამპის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს.

ტრამპმა სატელევიზიო ეთერში ჩინეთი გააკრიტიკა მისი სავალურო პოლიტიკის, სამხრეთ-ჩინეთის ზღვის და ჩრდილოეთ კორეის მიმართ პოზიციის გამო.

ტაივანელ ლიდერ ცაი ინვერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინის გადასაწყვეტი არ არის ის ვის დაელაპარაკება. “არ მინდა ჩინეთი მკარნახობდეს რამეს. ეს შემოსული ზარი იყო. ეს ძალიან კარგი ზარი იყო. მოკლე. და რატომ თვლის სხვა ერი, რომ მე ზარის მიღების უფლება არ მქონდა?” – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ზარზე უარის თქმა, მისი მხრიდან უტაქტობა იქნებოდა.

4 დეკემბერს დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ ტაივანთან ტრამპის დიალოგს ჩინეთის მკაცრი რეაქცია მოყვა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი მერიაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის თანაბარუფლებიან პარტნიორად აღიარებეზე უარი თქვა