ჩინეთის საგარეო – სერიოზულად ვართ შეშფოთებული ცნობით, რომ აშშ-მა დაამტკიცა ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რაც ფოკუსირებულია ჩინეთის ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზე

ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია ცნობით, რომლის თანახმადაც, აშშ-მა დაამტკიცა ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ჩინეთის მიერ ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზე. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„აშშ ავრცელებს ჩინეთის ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს, რითაც ეძებს საბაბს სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა.

New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა,ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა გასაიდუმლოებული ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჩინეთის სწრაფად მზარდ არსენალზე და ითვალისწინებს აშშ-ის მომზადებას ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული გამოწვევებისთვის.

„ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული შესაბამისი ცნობებით და ფაქტებმა სრულად დაადასტურა, რომ აშშ ბოლო წლებში მუდმივად აღვივებს ე.წ. ჩინეთის ბირთვული საფრთხის თეორიას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე.

თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ წელს დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა არ არის პასუხი რომელიმე ქვეყანაზე ან საფრთხეზე.

banner
წინა სტატიაშითიბისის პარტნიორი ლუდსახარში „ნატურალე ბრევერი“ უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია
შემდეგი სტატიავაშაძე – ჩვენი ერთიანობის გამარჯვება ნიშნავს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომელსაც შემოვიყვანთ