24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ის სახიფათო და უპასუხისმგებლო ბლოკადა დაძაბულობას გაამწვავებს

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა და მას „სახიფათო და უპასუხისმგებლო“ უწოდა.

ინფორმაციისთვის, ბლოკადა ორშაბათს ამოქმედდა, პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლიდან ერთი დღის შემდეგ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა გააფრთხილა, რომ ბლოკადა მხოლოდ „გაამწვავებს დაძაბულობას და შეარყევს ისედაც მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“.

„ეს საშიში და უპასუხისმგებლო საქციელია“, – განაცხადა გუომ პრესკონფერენციაზე.

გუომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ემზადებოდა, „სრულიად შეთითხნილია“.

ამ ინფორმაციამ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიძულა, ჩინეთის საქონელზე 50%-იანი ტარიფი დაეწესებინა, თუ ის თეირანს სამხედრო დახმარებას გაუწევდა.

„თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს ამის გამოყენებას ჩინეთისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საბაბად, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს გადამწყვეტ საპასუხო ზომებს“, – თქვა გუომ.

BBC-ის დიპლომატიური კორესპონდენტი ჯეიმს ლენდეილი ამბობს, რომ ჩინეთს, რომელიც ნავთობის დიდ ნაწილს ირანიდან იღებს, „დაინტერესებულია ამ კონფლიქტის დასრულებით და საერთაშორისო ბაზარზე სტაბილურობის დაბრუნებით“.

banner
წინა სტატიაშიექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა – საქსტატი
შემდეგი სტატიაპარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები “გრანტების შესახებ” კანონში