ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლოა ჯო ბაიდენის განცხადება

ეს განცხადებები იყო აბსურდული, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს „დიქტატორი“ უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა, რომ უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლოა აშშ-ის ლიდერის განცხადება ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინს ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის კომენტარები სერიოზულად არღვევს ფაქტებს, დიპლომატიურ პროტოკოლს და ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას. „ისინი ღია პოლიტიკური პროვოკაციაა“, – აღნიშნა მაო ნინგმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სი ძინპინს ორი დღის წინ, 19 ივნისს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების თხოვნას ანგარიშს გაუწევს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე აღარ დაამტკიცებს
შემდეგი სტატიაკობახიძე – ვინც მხარს უჭერდა სააკაშვილის სიმულაციას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს