11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს

ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას ვანგ იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს და მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

„ძალას ნამდვილად არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა. ძალა ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და სერიოზულ გრძელვადიან შედეგებს ტოვებს. სამხედრო ძალის რეალური ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის თავიდან აცილებაშია“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ვანგ იმ გიდეონ საარს განუცხადა, რომ ჩინეთს სჯერა საერთაშორისო და რეგიონული საკითხების დიალოგის, მოლაპარაკებების გზით გადაჭრის და აღნიშნა, რომ პეკინი განაგრძობს კონსტრუქციული როლის შესრულებას დაძაბულობის განმუხტვაში.

banner
წინა სტატიაშიკატარმა უარყო ინფორმაცია, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ირანს საბრძოლო მასალა ეწურება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს