ჩინეთის საგარეო მინისტრი – ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება

ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება და ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზას ხალხის კოლექტიური დასჯა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„არც ერთმა მხარემ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდის არაბეთის საგარეო მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ-საუდთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა – ჟვანია
შემდეგი სტატიაპოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს