ჩინეთის საერთაშორისო მარაგი მახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა

ჩინეთის საერთაშორისო მარაგი მახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა

ჩინეთის საერთაშორისო მარაგი მახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდაჩინეთის საერთაშორისო მარაგი 2015 წელს რეკორდული მაჩვენებლით 512,6 მილიარდით შემცირად და წლის ბოლომდე ვარდნა თუ გაგრძელდა 3,33 ტრილიარდ დოლარამდე დაეცემა – განაცხადა ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა.
მხოლოდ დეკემბერში დაახლოებით 108 მილიარდით დაიწია მარაგმა.

ჩინეთის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები იმაზე მძიმეა, ვიდრე ეკონომისტების პროგნოზი.
გუშინ ჩინური ფულის ერთეული დოლართან მიმართებაში 2011 წლიდან ყველაზე მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა.

ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მსოფლიო ბაზარს ახალ კრიზისს უწინასწარმეტყველებს, რომელიც დაახლოებით 2008 წლის კრიზისის მსგავსი იქნება. მიმდინარე კრიზისის მიზეზი კი, სოროსის აზრით, ჩინეთი გახდება, რომელიც ზრდის ახალ მოდელს ვერ პოულობს. მისი პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე იმოქმედებს – თვლის ფინანსისტი.

ეკონომისტების აზრით, ჩინური ვალუტის გაუფასურება რესურსების მოხმარებამ გამოიწვია. ჩრდილოვანმა კაპიტალმა და გაჭიანურებულმა ზრდამ იუანის კურსზე იმოქმედა. იმისათვის, რომ სტაბილურობა შეენარჩუნოს, ჩინეთის სახალხო ბანკი ბაზრის ინტერვენციებიდან გამომდინარე საკუთარ რესურსს მოიხმარს.

ჩინეთის საერთაშორისო რეზერვები მსოფლიოში ყველაზე მსხვილია. მის შემდეგ იაპონიის რეზერვები მოდის მოცულობით, რომელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩინეთის.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იმყოფება
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეის აფეთქება ტექნოგენურად მიიჩნიეს