ჩინეთის საელჩო რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩინური მხარე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო აღნიშნავს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა ჩინეთთან დაკავშირებული რამდენიმე კომენტარი, როდესაც მას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: “China Communications Construction Company“-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას.

ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშაჰინი – რაც საქართველოში ხდება გავლენას ახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც
შემდეგი სტატიადღეს, 21 ივნისს, წლის ყველაზე გრძელი დღეა