ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. დღეიდან 9 მილიონიან ქალაქში მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა. გარდა ამისა, უქმდება ავიარეისები უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

banner
წინა სტატიაში„ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი ავტობუსები დღეიდან თბილისში მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება
შემდეგი სტატიატრამპი აპირებს კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალოს აშშ-ში შესვლა