ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში საქმიანობას ჩუმად წყვეტენ

ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში საქმიანობას ჩუმად წყვეტენ. ინფორმაციას The wall street journal-ი ავრცელებს.

აღნიშნულ კომპანიებს შორისაა PC გიგანტი Lenovo Group Ltd. და სმარტფონებისა და გაჯეტების მწარმოებელი Xiaomi Corp. დასავლური ფირმებისგან განსხვავებით, კომპანიები საჯარო განცხადებების გაკეთებას თავს არიდებენ.

მარტში თებერვალთან შედარებით ჩინეთის ტექნიკური პროდუქტების ექსპორტი რუსეთში მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ნოუთბუქების ექსპორტი 40%-ით, 66%-ით სმარტფონების, ხოლო სატელეკომუნიკაციო სადგურების ექსპორტი კი 98%-ით შემცირდა. საერთოში, ჩინეთიდან რუსეთში ჯამური ექსპორტის მაჩვენებელი 27%-ით დაეცა. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ შანხაიში მასშტაბური ლოკდაუნის ფონზე ჩინეთის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც შემცირდა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე 4 სარაკეტო იერიში მიიტანეს
შემდეგი სტატიარაშისტებმა სუმის რაიონი რაკეტებით დაბომბეს