ჩინეთის მოსახლეობა 1,27 მილიონით შემცირდა

გასულ წელს ჩინეთის მოსახლეობა 1,27 მილიონით შემცირდა – სააგენტო France-Presse-ი ავრცელებს. პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთში მშობიარობის დაგეგმვის სტატისტიკას ეყრდნობა. მეცნიერების დათვლით, ჩინეთში ბავშვების მშობიარობა 2,5 მილიონით ნაკლები იყო, ვიდრე 2017 წელს. ელოდებოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 790 ათასით გაიზრდებოდა.

ქვეყანაში მოსახლეობის შემცირება უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა, რაც პირდაპირ უკავშირდება გაზრდილ ყოველდღიურ ხარჯებს, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა გასავალს.
ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. სტატისტიკის ეროვნული ბიურო მას იანვრის ბოლოს გაასაჯაროვებს.

1979 წლიდან ქვეყანაში დაიწყო რეგულაცია “ერთი ოჯახი – ერთი შვილი”. 2016 წლიდან შვილის ყოლაზე შეზღუდვა მოიხსნა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა რუსეთის უკანასკნელ შანსზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაგაქურდვა იტალიურად: საინკასაციო მანქანა ექსკავატორით გაგლიჯეს