ჩინეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებას ხელი შეუწყოს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებას ხელი შეუწყოს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლური პოზიცია და ამით ხელი შეუწყოს უკრაინაში კრიზისის სწორად მოგვარებას“, – განაცხადა სი ძინპინმა და დასძინა, რომ ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება.

“ჩვენ აქტიური წვლილი შეგვაქვს გლობალური მასშტაბით მშვიდობის შენარჩუნებაში. ანალოგიურად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მსოფლიოში სტაბილური ეკონომიკური წესრიგის შენარჩუნებას”, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პეკინი დამოუკიდებელ პოზიციას იკავებს უკრაინის საკითხზე, “ფაქტებისა და ისტორიული რეალობის გათვალისწინებით”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ – რუმინეთის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაზელენსკი ივნისის ბოლოს მიწვეული იქნება NATO-ს მადრიდის სამიტზე – სტოლტენბერგი