ჩინეთის კოსმოსური სადგურის გამოყენება გაეროს წევრ ყველა ქვეყანას შეუძლია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 01:02

ჩინეთის კოსმოსური სადგურის გამოყენება გაეროს წევრ ყველა ქვეყანას შეუძლია

ჩინეთის მთავრობამ საკუთარ კოსმოსურ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მოწოდება გააკეთა ყველა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც გაეროს წევრები არიან – სააგენტო “სინხუა” ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის ში ჯუნცზიუანზე დაყრდნობით ავრცელებს. “ჩინეთის კოსმოსური სადგური ეკუთვნის არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ, მთელ მსოფლიოს. ყველა ქვეყანას, მათი შესაძლებლობებისა და ტექნკური განვითარების დონის მიუხედავად, შეუძლია თანასწორ საფუძველზე თანამშრომლობა” – განაცხადა ში ჯუნცზიუანმა.
მან, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც განვითარებად ქვეყანას, სხვა განვითარებად ქვეყნებს შეუძლია დახმარება გაუწიოს თავიანთი კოსმოსური პოტენციალისა და კოსმოსური ტექნიკის გასავითარებლად.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 01:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics